Tuesday, 18 July 2017

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

   დღეს ინტელის კურსის მეცხრე  დღეა    და  დღეს დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შემდეგ ეს გეგმა და მთლიანად საქაღალდე  საკუთარ ბლოგზე ავტვირთეთ და მოვახდინეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია.
  განსაკუთრებით  მომეწონა drive ში და blogge ში  მუშაობა ,რომელსაც ხშირად გამოვიენებ სასწავლო პროცესში.ძალიან მომეწონა შეფასების რუბრიკები .
      ინტელის ტრენინგმ ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. ვისწავლე ბევრი რამ, რაც შემდგომ საქმიანობაში გამომადგება. პროექტი საინტერესო, შინაარსიანი, შემეცნებითი და ნაყოფიერი იყო, რისთვისაც მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს. ტრენინგზე კოლეგებთან  თანამშრომლობა სასიამოვნო და საინტერესო იყო.
  

Tuesday, 11 July 2017

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს წარმოვადგინეთ საშინაო დავალება პროექტის ფარგლებში მოსწავლის პრეზენტაცია .შევაფასეთ კოლეგების ნამუშევრები.ვისაუბრეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები.
ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შედგენაზე , პროექტის გეგმაში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები.
დავათვალიერეთ კოლეგების ბლოგები და გავუკეთეთ კომენტარები .

Monday, 10 July 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ და განვიხილეთ  როგორ ხდებოდა პრეზენტაცის ჩაშენება ბლოგში .გავნვიხილეთ ბლოგის სტრუქტურები . მოვახდინეთ ჩვენ პირად ბლოგში წარმოდგენილი პრეზენტაციის გაზიარება .
ვისაუბრეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებზე ასევე ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები .

Thursday, 6 July 2017

მეექვსე დღის რეფლექსია

მეექვსე დღის ტრენინგზე ვისაუბრეთ ინტერნეტ კავშირებზე..გავეცანით  web2.0 tools პროგრამებს.ვიმუშავეთ ელ.ფოსტაზე გავიხსენეთ წერილის გაგზავნა და მიღება ,ასევე ფაილის შეკუმშვა და გაგზავნა .
ვისაუბრეთ სათარგმნ  პროგრამაზე და მის გამოყენებაზე .
ვიმუშავეთ რუკებზე ,სადაც ვისწავლეთ 2 წერტილს შორის მანძილის განსაზღვრა და ნავიგაცია . ასევე განვიხილეთ google- ს კალენდარი და მისი დანიშნულება .
მერე გადავედით დისკზე . შევისწავლეთ დოკუმენტის შექმნა ,გაზიარება და ასევე შევისწავლეთ  ერთ დოკუმენტზე რამდენიმე ადამიანის მუშაობა .
ვისწავლეთ კვლევით ფორმების შექმნა და გაზიარება .
ძალიან მომეწონა სათარგმნი პროგრამა ,რომელსაც ხშირად გამოვიყენებ .