პროექტები

პროექტის სახელი
გეორგიევსკის ტრაქტატი
პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან გეორგიევსკის ტრაქტატის პირობებს და მუხლებს .იმსჯელებენ მაშინდელი და დღევანდელი რუსეთ - საქართველოს ურთიერთობის შესახებ
პროექტის მიზნები
1. მოსწავლეები აღწერენ საქართველო - რუსეთის ურთიერთობას შორეული წარსულიდან დღემდე.
2. ჩამოუყალიბდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი.
3. ისტორიული ეპოქის აღწერისას მოვლენებს დაინახავენ მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანების თვალით.
4.''გეორგიევსკის ტრაქტატს'' გაანალიზებენ არა მხოლოდ იმ ეპოქის ფასეულობებისა და შეხედულებების გათვალისწინებით, არამედ დღევანდელი გადასახედიდან
მონაწილეთა ასაკი/კლასი
14–15 წელი, მე–9 კლასი
.განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე  არ არის
ვადები /ხანგრძლივობა
2 კვირა
პროექტისათვის საჭირო რესურსები
პროექტორი, კომპიუტერი,IX კლასის სახელმძღვანელო.
ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტორიული ეპოქის განცდა, ისტორიულ მოვლენებს შორის რთული მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და ანალიზი.
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ისტორიის გარდაუალობის და შემთხვევითობის კონცეფციებზე მსჯელობა, ისტორიული კვლევა.
პროექტის მსვლელობა
1)მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
2) სლაიოდ შოუს ჩვენება
3) მოსწავლეებს დაევალება გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ ისტორიული მასალების გაცნობა..შეისწქავლიან მაშინდელი საქართველოს მდგომარეობას, შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა.
შეფასება
  • ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მსჯელობა;

No comments:

Post a Comment